რა გავლენას ახდენს ბავშვზე ფიზიკური და ვერბალური ძალადობა - ფსიქოლოგის რჩევები
842
post-template-default,single,single-post,postid-842,single-format-standard,ajax_fade,page_not_loaded,,footer_responsive_adv,hide_top_bar_on_mobile_header,qode-theme-ver-16.9,qode-theme-bridge,wpb-js-composer js-comp-ver-5.5.5,vc_responsive

რა გავლენას ახდენს ბავშვზე ფიზიკური და ვერბალური ძალადობა – ფსიქოლოგის რჩევები

ძალადობა ახდენს ძალადობის მოდელირებას ბავშვებს უყვართ უფროსების იმიტირება, განსაკუთრებით კი მათი, ვინც გამორჩეულად უყვართ. ისინი თვლიან, რომ ის რასაც მშობლები აკეთებენ დასაშვები და მისაღებია, ამიტომ ცდილობენ, რომ ყველაფერი რასაც სახლში ხედავენ თვითონაც დაისწავლონ. ბავშვების უმრავლესობა მომავალში იმეორებს იგივე აღზრდის ტექნიკებს, რომელსაც იყენებდნენ მათი მშობელბი. ოჯახში ბავშვები სწავლობენ თუ როგორ გაუმკლავდნენ კონფლიქტებს. კველებმა აჩვენა, რომ ბავშვები რომლებიც ძალადობრივ ოჯახებში გაიზარდნენ კონფლიქტების დროს მეტად იყენებენ აგრესიას.

ოჯახში ბავშვის მიმართ ძალადობა არის იმის დემონსტრირება, რომ სხვისი ცემა დასაშვებია, განსაკუთრებით კი დიდი ადამიანების მიერ პატარების ან ძლიერებისგან უფრო სუსტების ცემა. ბავშვები რომლებსაც ცემენ იყალიბებენ ანალოგიურ დამოკიდებულებას და განწყობას მათ თანატოლებთან და და-ძმებთან ურთიერთობაში.

ზოგი დედა თვლის, რომ მათ შეიძლება იმდენად იშვიათად და იმდენად მსუბუქად წამოარტყან ბავშვს, რომ ამან არც კი იმოქმედოს მათზე, რადგან მათი შვილები ძირითადად თბილ გარემოში იზრდებიან. თუმცა ეს ვარაუდი სწორი არ არის. ბავშვების უმრავლესობამ შესაძლოა 100 ჩახუტებაში სწორედ ის ერთი მორტყმა დაიმახსოვრონ, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ეს აგრესიულად და უსამართლოდ ხდება.

მშობლები საკუთარი ძალადობით ასწავლიან ბავშვს სხვა ადამიანებთან ურთიერთობის არასწორ მოდელს, სწორედ ამიტომ ახდენს მშობლის ატიტუდი ამხელა გავლენას ბავშვზე. მშბელმა პირველ რიგში თვითონ უნდა ისწავლოს თავისი აგრესიის კონტროლი და თუკი კრიტიკულ მომენტში ამას მოახერხებს, მოგვიანებით ის აუცილებლად იპოვის პრობლემის გადაწყვეტის რაციონალურ გზას.

🔴ვერბალური და ემოციური ცემა

ფიზიკური ცემა არ არის ბავშვზე ძალადობის ერთადერთი გზა. ენამწარობამ და ცუდი სახელების წოდებამ შეიძლება მეტი ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენოს ბავშვს. იმ ფაქტმა, რომ ბავშვი შეშინებულია იმით, რომ მიატოვებენ ან მხოლოდ იმ შემთხვევაში ეყვარებათ, თუ კარგად მოიქცევა შეიძლება გაცილებით დიდი ჭრილობები დაუტოვოს ბავშვს, ვიდრე ფიზიკურმა ცემამ.

🔴ცემა მოქმედებს ბავშვის თვითშეფასებაზე.

ბავშვი საკუთარი თავის შეფასებას იწყებს სხვებზე დაკვირვებით. ის ფაქტი თუ როგორ აფასებს ბავშვს მისი მშობლები განაპირობებს შემდგომში მის თვითშეფასებას. ცემით ბავშვის მიმართ იგზავნება გაურკვეველი მესიჯი, რომელიც შეიძლება მის მიერ გაიშიფროს როგორც „მე ცუდი ვარ“. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ბავშვი იმდენად პატარაა, რომ ვერ ხვდება რის გამო ცემენ.

🔴ხელებზე დარტყმა

ზოგი მშობელი ამას დაუფიქრებლად აკეთებს და შედეგებზე არ ფიქრობს. მარია მონტესორი თვლიდა, რომ ბავშვის ხელები ესაა სამყაროს აღმოჩენის და შესწავლის საშუალება, ხელები არის ბავშვის ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების და მისი უფრო გაღვივების საწინდარი. ხელებზე დარტყმით მშობელი ბავშვის მიმართ აგზავნის ძალიან ნეგატიურ მესიჯს. ეს ბავშვმა შესაძლოა განაზოგადოს და ჩათვალოს, რომ საგნების ხელში აღება და შესწავლა ცუდია. კვლევებმა აჩვენა, რომ ასეთი ბავშვები მომავალში ნაკლებად ამჟღავნებენ სამყაროს შესწავლის სურვილს.

🔴ცემას შედეგი არ მოაქვს

ბავშვის ცემა არ განაპირობებს მის კარგ ქცევას, ცემა ბარიერს წარმოშობს მშობელსა და შვილს შორის და იწვევს მათ გაუცხოებას. მშობლები რომლებიც ძალადობენ, ვერ ახერხებენ საკუთარი შვილების შეცნობას და მათთან უკეთესი ურთიერთობების დამყარებას.

 

ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი – ნინო კერესელიძე

 

დაარეგისტრირეთ თქვენი პატარა საბაშვშვო ბაღში ეკო და აჩუქეთ მას დაუვიწყარი წუთები