რატომ ხდება ბავშვი "მტირალა" და "ჭირვეული" და როგორ ვებრძოლოთ ამ პროცესს
591
post-template-default,single,single-post,postid-591,single-format-standard,ajax_fade,page_not_loaded,,footer_responsive_adv,hide_top_bar_on_mobile_header,qode-theme-ver-16.9,qode-theme-bridge,wpb-js-composer js-comp-ver-5.5.5,vc_responsive
kid-crying

რატომ ხდება ბავშვი “მტირალა” და “ჭირვეული” და როგორ ვებრძოლოთ ამ პროცესს

ბავშვის ნერვული სისტემა ორსულობის პირველი ტრიმესტრიდან მოყოლებული ზრდასრულ ასაკამდე მუდმივ ზრდა-განვითარებას გადის. ეს პროცესი განსაკუთრებულად ინტენსიურად მიმდინარეობს პირველი 3-5 წლის განმავლობაში. სწორედ ამ ასაკში უყალიბდება ბავშვს სოციალური ქცევის ის საბაზისო ნორმატივები, რომლებიც მთელი ცხოვრება უნდა გამოიყენოს. ამ პერიოდში შემოდის დაშვება/აკრძალვის და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების პრინციპები.

პროფესორის, ნევროლოგის ბაკურ კოტეტიშვილის განმარტებით, მშობლების დაბალი კომპეტენციის თუ მოუცლელობის გამო, უხშირესად აკრძალვა ჭარბობს დაშვებას.

“ეს ბავშვისთვის გაუგებარიც არის და რაც მთავარია, საწყენიც. შესაბამისად იცვლება ბავშვის გუნებაგანწყობა და ქცევა. მდგომარებას ართულებს საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული აღზრდის “ვაი პრინციპები”, რომლებიც თავიანთი არსით ზეწოლაა ბავშვის ფსიქიკაზე. საპასუხოდ, ბავშვი ხდება “მტირალა”, “ჭირვეული”, “გაუგონარი”, “ჯიუტი” და სხვა მრავალი ნეგატიური ეპითეტი. ამ მანკიერი წრის კულმინაციას წარმოადგენს სხვადასხვა ტრანკვილიზატორი, ანქსიოლიტიკები და ნეიროლეფსიური საშუალებები, რომლებსაც ხშირად მიმართავენ მშობლები. მდგომარეობიდან გამოსავალს წარმოადგენს მშობლების ცოდნისა და კომპეტენციის ამაღლება და ბავშვი-ოჯახი ურთიერთობის რეგულირება,” – განმარტავს ბაკურ კოტეტიშვილი.

ბავშვის ზრდასთან ერთად უკვე ახალი პრობლემა იჩენს თავს. სასკოლო ასაკისთვის ზოგიერთ ბავშვს სწავლის პროცესი უჭირს ყურადღების დაბალი კონცენტრაციის და მომეტებული მოძრაობითი აქტიურობის გამო – ე.წ. ყურადღების დეფიციტის და ჰიპერქტიურობის სინდრომი უვითარდება.

ამ სინდრომისთვის დამახასიათებელია:
უყურადღებობა
გაფანტულობა
მოუსვენრობა
იმპულსურობა

ამ დროს ძალზედ მნიშვნელოვანია
მშობლებისა და პედაგოგების სწორი დამოკიდებულება, რათა ბავშვს არ გაუჭირდეს სწავლა და თვით სწავლის პროცესი არ გადაექცეს ტანჯვად.

“აღნიშნულ სიტუაციებში კარგ სამსახურს გაგიწევთ გერმანული ბუნებრივი კომპლექსური პრეპარატი “კინდინორმი”. კინდინორმი, თავისი შემადგენლობის წყალობით, აუმჯობესებს სწავლის უნარს, ზრდის ყურადღების კონცენტრაციას, აქვეითებს მომატებულ აქტიურობასა და იმპულსურობას, ბავშვს უადვილებს ახალ გარემოსთან ადაპტაციას, პრეპარატის მიღება ნებადართულია 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში,” – აღნიშნავს ნევროლოგი.

პრეპარატი აუმჯობესებს სწავლის უნარს, ზრდის ყურადღების კონცენტრაციას, აქვეითებს მომატებულ აქტივობას და იმპულსურობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ “კინდინორმი” ბუნებრივი შემადგენლობისაა, არ წარმოადგენს ფსიქოტროპულ (ნეიროლეფსიურ, სედაციურ) საშუალებას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ არ ავლენს მათთვის დამახასიათებელ არასასურველ გვერდით ეფექტებს.