09 Sep საუკეთესო თამაშები თქვენი ბავშვის განვითარებისათვის – ფსიქოლოგის რჩევები
როდესაც ბავშვთან სასაცილო მიმიკებს იღებთ ან უჩვეულო ხმებს უშვებთ, შეიძლება არც თუ ისე აღმზრდელობითი გეჩვენებათ, მაგრამ თქვენი პატარა თქვენთან ერთად ასეთი უმნიშნველო თამაშითაც კი ძალიან ბევრ მნიშვნელოვანს სწავლობს.
ნებისმიერი ასაკის ბავშვებისათვის ყველაზე მნიშნველოვანი თამაშები არის, თამაშები სადაც თქვენ მათთან ბედნიერ და მხიარულ მომენტებს იზიარებთ – რაც უფრო გაახლოებთ. ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი – ნინო კერესელიძე გირჩევთ თამაშებს რომლითაც შეგიძლიათ ასეთი ურთიერთობები გააღრმაოთ და ამავდროულად ბავშვებს განვითარებაში დაეხმაროთ.
კუ-კუ ტა
აიფარეთ ხელები სახეზე და რამოდენიმე წამის შემდეგ გამოაჩინეთ სახე სიტყვებით “კუ-კუ ტა!”. რა თქმა უნდა ეს თამაში ყველამ ვიცით, მაგრამ ის რაც შეიძლება არ ვიცოდეთ, არის თუ რა სარგებელი მოაქვს ჩვენი ბავშვებისათვის. “კუ-კუ ტა!” ეხმარება ბავშვს გაიგოს, რომ როდესაც ვინმე შესამჩნევი არ არის, არ ნიშნავს რომ არ არსებობს! ამ მცნებას ჰქვია “საგნების მუდმივობა” და ჩვილები მას აღიქვავენ, როგორც წესი 18 თვის შემდეგ.
ასევე ეს თამაში ეხმარება პატარას გაიგოს, რომ თუკი “გაქრებით” აუცილებლად დაბრუნდებით! და შედეგად თქვენზე ნაკლებად დამოკიდებული ხდება. დაბოლოს, აუმჯობესებს ბავშვის დაკვირვებულობას და კონცენტრაციას.
ფერადი ღრუბელი
დააწვინეთ ბავშვი გულაღმა, ღია ფერადი ნაჭრისაგან შექმენით ღრუბელის ფორმა, ააგდეთ ჰაერში და აცადეთ დაეცეს ბავშვზე. ეს თამაში ეხმარება თქვენი ბავშვის ვიზუალური დაკვირვების უნარს. ასევე შეგიძლიათ ესაუბროთ ბავშვს რას აკეთებთ, რომ მხედველობასთან ერთად სმენის და შეხების უნარებიც ჩართოთ.
შექმენით მუსიკა
შეიძინეთ მუსიკალური სათამაშოები, დაუკარით რაიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე, ან რითმულად დაუკარით ტაში. შაენაცვლედ თამაშები თქვენი შვილის ასაკის მიხედვით, ვიდრე თვითონ ვერ შესძლებს ითამაშოს დამოუკიდებლად მუსიკალური სათამაშოებით. მუსიკალურ სათამაშოები აუცილებელია თქვენი შვილისათვის, ისინი მას ასწავლიან რითმს, რომელიც ზრდასთან ერთად მას საუბრის დახვეწაში ეხმარება, უფრო მოგვიანებით კი მათემატიკის აღქმას უადვილებს!
სათამაშოს და მუსიკალური ინსტრუმენტის კომპინაცია, მას ადრეული ასაკიდან მიზეზ-შედეგობრივ კანონს ასწავლის.
დაიჭირე ყუთი
ამ თამაშისათვის დაგჭირდებათ ყუთი, სადაც მოათავსებთ სათამაშოს. ასევე დაგჭირდებათ, რომ მამაც ან და-ძმაც იყვნენ ჩართული. შეფუთეთ ყუთი რამოდენიმე ფენა შესაფუთი ქაღალდით, ჩართეთ მუსიკა და გადააწოდეთ ყუთი ერთმანეთს, როდესაც ბავშვის ხელებში აღმოჩნდება ყუთი, შეაჩერეთ მუსიკა. მოეხმარეთ ბავშვს მოაშოროს ქაღალდის 1 ფენა (მხოლოდ ქაღალდის გახევის ხმა მას აღაფრთოვანებს!) და ჩართეთ ისევ მუსიკა. ცოტა ხნის შემდეგ შეაჩერეთ ისევ მუსიკა და მოახიეთ კიდევ 1 ფენა! გააგრძელეთ თამაში ვიდრე ყველა ქაღალდის ფენა მოშორდება და ბოლოს ისე ქენით, რომ ყუთი ბავშვის ხელებში მოხვდეს და მან აღმოაჩინოს თუ რა იმალება შიგ!
ეს თამაში, არა მხოლოდ აუმჯობესებს ბავშვის მსხვილ და წვრილ მოტორიკას, არამედ რითმის და სმენის შეგრძნებასაც ხვეწავს, ყოველ ჯერზე როდესაც მუსიკა ითიშება ან ირთვება.
სარკესთან თამაში
დადევით სარკე იატაკზე, ისე რომ თქვენ და ბავშვიც გულდაღმა დაწოლილი ჩანდეთ სარკეში (ბავშვი უნდა 3 თვეზე მეტის იყოს). მიიღეთ სასაცილო მიმიკები სარკეში, გამოყავით ენა, აციმციმეთ თვალები, ისე რომ ბავშვს შეეძლოს გიყუროთ.
ეს თამაში ბავშვის სხეულს აძლიერებს, რადგან აიძულებს კისერი და თავი დაიკაოს მაღლა, ამასთანავე მას არაჩვეულებრივად ართობს!
დაარტყი ბურთს
როდესაც პატარა დაიწყებს სიარულს, ერთ ერთი საუკეთესო თამაშია “დაარტყი ბურთს”. შეგიძლიათ დაუჭიროთ ხელები და მასთან ერთად ითამაშოთ. ეს თამაში ეხმარება წონასწორობის გამომუშავებაში, ასევე აუმჯობოსებს მოქმედებების სინქრონს. მსხვილი მოტორიკის განვითარება უბიძგებს სხეულს უფრო და უფრო კომპლექსური ფიზიკური საქმიანობისკენ ასაკის მატებასთან ერთად.
ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი – ნინო კერესელიძე
დაარეგისტრირეთ თქვენი პატარა ეკო საბავშვო ბაღში და აჩუქეთ მას დაუვიწყარი წუთები