ბავშვის ნერვული სისტემა ორსულობის პირველი ტრიმესტრიდან მოყოლებული ზრდასრულ ასაკამდე მუდმივ ზრდა-განვითარებას გადის. ეს პროცესი განსაკუთრებულად ინტენსიურად მიმდინარეობს პირველი 3-5 წლის განმავლობაში. სწორედ ამ ასაკში უყალიბდება ბავშვს სოციალური ქცევის ის საბაზისო ნორმატივები, რომლებიც მთელი ცხოვრება უნდა გამოიყენოს. ამ პერიოდში შემოდის დაშვება/აკრძალვის და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების პრინციპები....