რჩევები / 05.07.2019
(ვიდეო) როგორ მოვამზადოთ შვილები სკოლისთვის და გავუადვილოთ ადაპტაცია – თამარ გაგოშიძის რჩევები
28 ივნისს, არაფორმალური განათლების პლატფორმის – „ დიალოგოსის“ ორგანიზებით, ჩატარდა კლინიკური ნეიროფსიქოლოგის, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ თამარ გაგოშიძის მასტერკლასი, რომლის ძირითადი თემა სასკოლო მზაობა გახლდათ. ელლა მაზმანოვა – „დიალოგოსის“ დამფუძნებელი- „მშობელთა ტრენინგების საჭიროება საინფორმაციო-გაცნობითმა შეხვედრებმა, საბავშვო ბაღებში და სკოლებში ხშირად დასმულმა კითხვებმა გამოკვეთა. იდენტიფიცირდა ის გამოწვევები...