საბავშვო ბაღი ეკო საბურთალოზე, ცაგარელის 24, შარტავას 67, ხოლო მუხიანში კი II მ/რ -ის 35 ნომერში მდებარეობს და ბავშვებს ცოდნასთან ერთად ძალიან დიდ სითბოს, სიყვარულსა და ოჯახურ გარემოს ჩუქნის.
საბავშვო ბაღი „ეკო“ ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარდა, დღეს უკვე წარმატებული საბავშვო ბაღია, რასაც ადასტურებს კიდეც უამრავი კმაყოფილი მშობელი.
ბაღის სამუშაო საათები იწყება დილის 08:30დან საღამოს 19:30 საათამდე. მასწავლებლები ცდილობენ ბავშვები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში და ცოდნის შეძენით მიიღობ სიამოვნება და არა – “სტრესი”.
ყოველ პარასკევს, ბაღში პრეზენტაციების დღეა და ბავშვები კვირის განმავლობაში განვლილ მასალას წარმოადგენენ. რაც შეეხება კვებას, ბავშვები ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსააღ საკვებს მიირთმევენ.
კომუნიკაცია ბაღსა და მშობლებს შორის ყოველდრიური და ძალიან მეგობრულია.
ბაზარზე არსებული სხვა კერძო ბაღებისგან განსხვავებით საბავშვო ბაღი ეკო ფინანსურად ხელმისაწვდომია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ბაღში მოქმედებს დედმამიშვილებზე შეღავათი.
საბავშვო ბაღის შერჩევის პროცესში ჩემთვის, როგორც მშობლისთვის პრიორიტეტული იყო მეპოვნა ისეთი ბაღი, სადაც ჩემი შვილი თავს ბედნიერად იგრძნობდა და ბევრ სითბოს, პოზიტივს მიიღებდა, და მე შემიძლია ვთქვა რომ ეკო ბაღმა ამ მხრივ სრულად გამიმართლა, ჩემი შვილი ყოველ დილით სიხარულით მიდის ბაღში, რადგან იქ ბევრი სითბო და სიყვარული ელოდება. ეს კი საუკეთესო კრიტერიუმია ბაღის შესაფასებლად
ეკობაღში მოსვლამდე ბევრ სხვა ბაღს ვესტუმრე და შევაფასე, რადგან საქმე ჩემს შვილს ეხება. ნანახიდან, მხოლოდ ეკობაღში დამხვდა ის ისეთი გარემო, რომელიც ბავშვს და მის სწორად განვითარებას სჭირდება - მზუნველობა, სიყვარული ეკოლოგიურად სუფთა საკვები, აღზრდის, სწავლის სწორი მეთოდები და უსაფრთხო გარემო.
ეკობაღში მოსვლამდე ბევრი საბავშვო ბაღი დავათვალიერე და გავეცანი მათ გარემოს და სასწავლო პროცესს. ეკო ბაღში მოსვლის შემდეგ კი სხვაგან წასვლა აღარც კი მიფიქრია. ეკობაღში შექმნილია გარემო, რომელიც ბავშვს და მის სწორად განვითარებას სჭირდება - მზუნველობა, სიყვარული ეკოლოგიურად სუფთა საკვები, აღზრდის და სწავლის სწორი მეთოდები. მე ყოველთვის მშვიდად ვარ როცა ანა ეკო ბაღშია.