23 Oct “ვინც ბაღში არ ატარებს ბავშვს, სკოლაში იწყებს ვირუსებით ავადმყოფობას” – პედიატრის რჩევები
ყველა მშობელმა იცის, რომ ბაღში ბავშვის მიყვანის პირველ ეტაპზე პატარა შეიძლება ვირუსული ინფექციებით დაავადდეს. ამის გამო ბევრი დედა წუხს და ვეღარ გადაუწყვეტია, ისევ ატაროს ბავშვი ბაღში თუ სახლში დატოვოს. მსგავს კითხვას სოციალურ ქსელში ცნობილი პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი ეხმაურება.
“ბავშვი იმუნიტეტის აქტიურ განვითარებას იწყებს 2-წლიდან 6 წლამდე იმიტომ, რომ დედისგან მიღებული იმუნიტეტის კარგვა ხდება, იმუნიტეტი წარმოიქმნება ვირუსებთან ურთიერთობით, იმუნიტეტის წამალი არ არსებობს, ან რა უნდა გააძლიერო რაც არ არის, მჯო-მ ნორმად მიიჩნია, რომ ბავშვი ავადობს ვირუსული ინფექციით წელიწადში 6-8 ჯერ, რათა შეიქმნას იმუნოლოგიური მეხსიერება, მერწმუნეთ, ვინც ბაღში არ ატარებს ბავშვს, სკოლაში იწყებს ავადმყოფობას! ამიტომ შეიძლება ერთადერთი რამ მოგიწოდოთ ყველას. ბავშვს ნუ მიიყვანთ ბავშვთა დაწესებულებაში ავადმყოფობის პერიოდში, სხვის შვილებსაც გაუფრთხილდით და თქვენც დაიცავით გართულებებისგან, ცხვირთან მოუსვით ანტივირუსული მაზი, რომელიც მექანიკურად იცავს ვირუსის ლორწოვანში შეჭრისგან და არის “არამოძალადე” იმუნომოდულატორი, აცერთ სეზონურ გრიპზე, დაიცავით ყველამ ჰიგიენის ნორმები, ყოველ 2 საათში გაანიავონ ბაღში ოთახები, ოღონდ ნუ მოაქცევენ ბავშვებს ორპირში. მასწავლებელი ვალდებულია, არ მიიღოს ავადმყოფი ბავშვი”, – წერს ინგა მამუჩიშვილი.
დაარეგისტრირეთ თქვენი პატარა საბაშვშვო ბაღში ეკო და აჩუქეთ მას დაუვიწყარი წუთები