როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი და შევხვდეთ ვირუსების სეზონს მომზადებული - საბავშვო ბაღი
853
post-template-default,single,single-post,postid-853,single-format-standard,ajax_fade,page_not_loaded,,footer_responsive_adv,hide_top_bar_on_mobile_header,qode-theme-ver-16.9,qode-theme-bridge,wpb-js-composer js-comp-ver-5.5.5,vc_responsive

როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი და შევხვდეთ ვირუსების სეზონს მომზადებული

შემოდგომა-ზამთრის სიცივეები და მოსალოდნელი ვირუსების სეზონი ნებისმიერი მშობლის თავის ტკივილია. საბავშვო ბაღი და სკოლა ვირუსები სგავრცელების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. ვერც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს მოვაცილებთ ბავშვებს და ვერც სახლში გამოვკეტავთ, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, იმუნიტეტი გავუძლიეროთ და მაქსიმალურად მზად შევხვდეთ წელიწადის ყველაზე ცივ პერიოდს.

ძლიერი იმუნიტეტისთვის…

სპეციალისტების ერთ-ერთი მთავარი რჩევაა, ნებისმიერი ასაკის ბავშვი რაც შეიძლება დიდხანს იყოს სუფთა ჰაერზე. ჯერ კიდევ ზაფხულიდან უნდა დაიწყოს მშობელმა ზრუნვა, რომ ბავშვმა დიდი დრო გაატაროს გარეთ, გაკაჟდეს

წყალში და მიიღოს მზის სხივების ძალა. ასევე, აუცილებელია ფიზიკური აქტივობა, სწორი, ჯანსაღი კვება და ბავშვის ფიზიკური მდგომარეობისმუდმივი კონტროლი. იმუნიტეტის გასაძლიერებლად ექიმთან შეთანხმებით შესაძლებელია კონკრეტული პრეპარატების ჩართვა – C ვიტამინის, რომელიც საუკეთესოა ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლაში, ომეგა3, რომელიც შემოდგომა-გაზაფხულის სეზონზე განსაკუთრებულად სასარგებლოა ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის და სხვადასხვა ვიტამინების კომპლექსი, რომელთაგან ყველაზე გავრცელებული და მშობლებისთვის ნაცნობია „პიკოვიტი“, „იმუნორიცი“ და ა.შ.

 

როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს სუსტი იმუნიტეტი აქვს?

იმუნიტეტის დაქვეითებაზე მეტყველებს ბავშვის ხშირი ავადობა, საერთო სისუსტე, უმადობა, წონის დეფიციტი. არის შემთხვევები, როდესაც ქცევაც იცვლება.
ხშირად იმუნიტეტის დასუსტების მიზეზია გადაღლილობა, სტრესი, კვების რეჟიმის დარღვევა, არაჯანსაღი საკვები, ეკრანდამოკიდებულება, გადატანილი ოპერაცია, რთული დაავადებები და ა.შ.

როგორ შევარჩიოთ პრეპარატი

თუ შეატყვეთ,

რომ ბავშვს იმუნიტეტი აქვს დაქვეითებული, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს, ჩაუტარეთ ბავშვს შესაბამისი კვლევები და ექიმის დანიშნულებისამებრ მიეცით შესაბამისი ვიტამინები და მინერალები. ბავშვს აუცილებლად მისი ასაკის შესაბამისად შეურჩიეთ პრეპარატები.

1 წლიდან

1 წლიდან ბავშვი ჩვეულებრივ კვებაზე გაგადის, მეტად იწყებს ურთიერთობას გარე სამყაროსთან, იწყებს სიარულს, ეხება უამრავ ბაქტერიას, შესაბამისად იზრდება დავირუსების და ავადობის შანსიც. ამ ასაკში აუცილებელია მისი ხშირი ყოფნა სუფთა ჰაერზე, ჯანსაღად კვება და პედიატრის ჩვენების მიხედვით, შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებლად, ვიტამინების კომპლექსის შერჩევა.

ამ ასაკში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და აპრობირებულია საბავშვო ვიტამინების კომპლექსი „პიკოვიტი პრებიო“, რომელიც მიიღება 1 წლიდან, როგორც ვიტამინების და ოლიგოფრუქტოზას წყარო: არასრულფასოვანი, ან არარეგულარული კვების დროს, ხილის და ბოსტნეულის არასაკმარისად მოხმარებისას, იმუნური სისტემის დასუსტების დროს. „პიკოვიტი პრებიოს“ სიროფი შეიცავს ჯანმრთელობისთვის აუცილებელ 10 ვიტამინს და ოლიგოფრუქტოზას, ამიტომაც არის ის რეკომენდებული განსაკუთრებით ვირუსების სეზონის წინ.

6 წლამდე ბავშვები

ამ ასაკის ბავშვი უკვე აქტიურად ცდილობს ახალ-ახალი უნარების ათვისებას, ამიტომ სჭირდება მეტი ენერგიაფიზიკური აქტივობისთვის, საკვები ტვინისა და გონებისთვის, ბევრი ჰაერი, ჯანსაღი რაციონი, ასევე,შესაბამისი ნივთიერებები და მინერალები.
6 წლამდე ასაკის პატარებისთვის განსაკუთრებულად რეკომენდებულია ომეგა3-ის პრეპარატი – „ომესამი კიდსი“, რომელიც ტვინისა და მხედველობის აპარატის სწორად განვითარებასა და ფუნქციონირებას უწყობს ხელს, აუმჯობესებს კოგნიტიურ უნარებს, მხედველობას, მეხსიერებას. „ომესამი კიდსის“ ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ბავშვის ორგანიზმის ფორმირებაში: დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA) წარმოადგენს ტვინის უჯრედების მემბრანების და თვალის ბადურის მთავარ საშენ მასალას, ხოლო ეიკოზაპენტაენის მჟავა (EPA) ხელს უწობს ნეირონების ზრდას. ომესამი კიდსი შემუშავებულია სპეციალურად ბავშვებისთვის, ასტიმულირებს ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას, აძლიერებს იმუნიტეტს.

რაც შეეხება ვიტამინების კომპლექსს, 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ხშირად ინიშნება პიკოვიტის საბავშვო სიროფი, რომელიც გამოიყენება როგორც პროფილაქტიკური საშუალება იმ მდგომარეობებისას, რომლებსაც თან ახლავს ვიტამინების დეფიციტი ორგანიზმში: სკოლამდელი ასაკის ბავშვებში გადაღლა, მაღალი ფიზიკური და ნერვულ-ფსიქიკური დატვირთვა, უმადობა და არარეგულარული, არასრულფასოვანი ან ერთფეროვანი კვების რაციონი, გამოჯანმრთელების პერიოდი გადატანილი დაავადებების შემდეგ, ორგანიზმის წინააღმდეგობის გასაძლიერებლად ინფექციური და გაციებით გამოწვეული დაავადებების მიმართ, კომპლექსურ თერაპიაში ქიმიოთერაპიული საშუალებების გამოყენებისას.

სასკოლო ასაკის ბავშვები

სასკოლო ასაკში კიდევ უფრო მატულობს ბავშვებში გონებრივი და ფიზიკური გადაღლა, მეტად არიან ვირუსებისა და ინფექციების კერებთან კონტაქტში და გაცილებით ხშირია დაავადებების საფრთხე. შესაბამისად, ამ ასაკის მოზარდებს ფიზიკური და გონებრივი განვითარების ხელშესაწყობად და იმუნიტეტის გასაძლიერებლადასაკისა და მდგომარეობის შესაფერისი ვიტამინები და მინერალები სჭირდებათ.
„ომესამი ჯუნიორი“ სწორედ 6 წელზე უფროსი მოზარდებისათვის არის განკუთვნილი. იგი საუკეთესო საშუალებაა ტვინისა და მხედველობის აპარატის სწორად განვითარებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობისთვის, კოგნიტიური უნარების, კითხვისა და წერის გაუმჯობესებისთვის, მეხსიერების და ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესებისთვის, ნერვული სისტემის დაავადებების დროს, ორგანიზმის იმუნური სტატუსის ასამაღლებლად და სხვადასხვა დაავადებასთან საბრძოლველად.

ამ ასაკის მოზარდებისთვის შესაძლებელია შეარჩიოთ ვიტამინებისა და მინერალების სრული კომპლექსი სპეციალურად ბავშვებისათვის – ჟელი-ვიტი. სხვადასხვა ხილის ბუნებრივი არომატით, ჟელეს გემრიელ საღეჭ აბებში, რომელიც ძალიან მოსწონთ ბავშვებს.

იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ვირუსებთან საბრძოლველად მრავალი წელია, მიღებულია ვიტამინი C, როგორც პატარებისთვის, ასევე უფროსებისთვის. ასკორბინის მჟავა ეფექტურია გაციებისა და რესპირატორუილი დაავადებების მკურნალობისას, გადატანილი დაავადებების შემდგომ აღდგენით პერიოდში, ვირუსების პროფილაქტიკისთვის. ვიტამინი C შუშხუნა აბები, რამდენიმე სხვადასხვა ხილის გემოთი, არჩევანის საშუალებას იძლევა და ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანს შეუძლია, მისთვის შესაფერისი შეარჩიოს.

სასურველია, ნებისმიერი პრეპარატი ექიმთან კონსულტაციის შემდეგადშეარჩიოთ. გაიძლიერეთ იმუნიტეტი და იყავით ჯანმრთელები.

 

წყარო: mshoblebi.ge