18 Sep რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი თუ ბავშვი არ ჭამს – სპეციალისტის რჩევები
თუ ბავშვს ჭამა არ ახსენდება და მაგიდასთანაც უგემურად ჭამს, ეს დედისთვის დასაფიქრებელი უნდა იყოს. განვიხილოთ კონკრეტულად რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი.
1. კბილების ამოსდის
ასეთ დროს ბავშვი დისკომფორტს, ტკივილს, მომატებულ ტემპერატურას უძლებს. შედეგად უვითარდება უმადობა და ზოგჯერ გულისრევა.
2. ჭიები
როგორ უნდა გაიგოთ, პატარას ჭიები ხომ არ გაუჩნდა. დააკვირდით, ხომ არ აქვს აშლილი კუჭი, გულისრევა, მუდმივი უმადობა. აუცილებლად მიაკითხთ ექიმს.
3. ბევრი სითხის სმა
პატარა ბავშვებს კუჭის პატარა აქვთ და თუ თქვენი შვილი ბევრ წყალს სვამს, საჭმლისთვის ადგილი აღარ დარჩება.
4. ჯანმრთელობის პრობლემა
თუ პატარა გაგიცივდათ (ახველებს, სურდო აქვს, ტემპერატურა აეწია, აკანკალებს) ჭამის სურვილი არ ექნება.
5. გადახურება
ზედმეტმა ჩაფუთვნამ ან გადახურებამ ბავშვში შეიძლება უსიამოვნო სიმპტომები: გულისრევა, ოფლიანობა, კუჭის აშლილობა, გამონაყარი გამოიწვიოს. როცა ძალიან ცხელა, ჭამას გააპროტესტებს.
6. მყარი საკვების შეუჩვევლობა
თუ ბავშვი თხევად საკვებსაა მიჩვეული, მყარ საკვების შეჭმა ყოველთვის დაეზარება.
7. ანემია
უმადობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. თუ ბავშვის ორგანიმზს რკინა აკლია, იგი მალე იღლება, მოთენთილია, გაღიზიანებული და მუდამ დაღლილია.
8. ანგინა
ვირუსული ინფექციის სიმპტომებია: მომატებული ტემპერატურა, ჩაწითლებული ყელი, გლანდების გადიდება, ტკივილი ყლაპვის დროს. გასაკვირი არაა, რატომ აქვს პატარას უმადობა
9. სიმაღლეში მატება
პატარები ხან სწრაფად იზრდებიან სიმაღლეში ხან ანელებენ პროცესს. შედეგად, ბავშვს კვების რეჟიმიც იცვლება. შეიძლება სიმაღლის ზრდის შეჩერების პროცესში ჭამის მოთხოვნა დაეკარგოთ.
10. ვაქცინაცია
ვაქცინაციის შემდეგ, როგორც წესი, პატარები გაღიზიანებულები არინ და ჭამის სურვილი არა აქვთ
ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი – ნინო კერესელიძე
დაარეგისტრირეთ თქვენი პატარა საბაშვშვო ბაღში ეკო და აჩუქეთ მას დაუვიწყარი წუთები