რა უნდა იცოდეთ კენგურუსა და ჭოჭინაზე და როგორი ფეხსაცმელი უნდა ჩააცვათ პატარას?
735
post-template-default,single,single-post,postid-735,single-format-standard,ajax_fade,page_not_loaded,,footer_responsive_adv,hide_top_bar_on_mobile_header,qode-theme-ver-16.9,qode-theme-bridge,wpb-js-composer js-comp-ver-5.5.5,vc_responsive

რა უნდა იცოდეთ კენგურუსა და ჭოჭინაზე და როგორი ფეხსაცმელი უნდა ჩააცვათ პატარას?

რომელ ასაკშია რეკომენდირებული ბავშვის ვიზიტი ორთოპედთან, რა ჩივილების შემთხვევაში უნდა მივმართოთ ორთოპედს, რა უარყოფითი და დადებითი მხარე აქვს კენგურუს და ჭოჭინას გამოყენებას – ამ და სხვა საინტერესო თემებზე პედიატრიული პრივატ კლინიკის ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ქირურგი, ლევან ქაჯაია საუბრობს.

– რომელ ასაკში არის რეკომენდებული ბავშვის პირველი ვიზიტი ორთოპედთან?
– რეკომენდებულია, რომ ბავშვი ორთოპედთან მიიყვანოთ 1,5-2 თვის ასაკში, 3 თვემდე კი ჩატარდეს მენჯ-ბარძაყის სახსრის ულტრაბგერითი გამოკვლევა. ადრეულ ვადაზე ვიზიტი საშუალებას გვაძლევს, პრობლემის არსებობის შემთხვევაში, დროულად გამოვავლინოთ ის. სასურველია, რომ ბავშვის დაბადებიდანვე მიეჩვიოს ორთოპედიულ ლეიბზე, ბალიშის გარეშე წოლას. ზოგადად, ჩვილ ბავშვთა ასაკში ბალიში არ იხმარება.

– რა ჩივილების შემთხვევაში უნდა მივმართოთ ბავშვთა ორთოპედს?
– ორთოპედს უნდა მიმართოთ თუ ბავშვს ვიზუალურად აღენიშნება ზედა და ქვედა კიდურების რაიმე დეფორომაცია, სიარულის დროს კოჭლობა, გამოხატული ბეჭის ასიმეტრია, აღენიშნება ხერხემლის დეფორმაცია, როდესაც სიარულის დროს ბავშვი ქვედა კიდურებს ატრიალებს შიგნით, როდესაც სიარულის დროს მუხლის შიდა ზედაპირები ეხება ერთმანეთს. აღნიშნული სიმპტომების გამოვლენამდე კი სასურველია წელიწადში ერთხელ დაგეგმოთ ვიზიტი ორთოპედთან, რათა პრობლემა ადრეულ ეტაპზე იქნას აღმოჩენილი და აღმოფხვრილი.

– რას გვეტყვით კენგურუზე?
– კენგურუ, კომფორტულია მშობლებისთვის. თუმცა, ჩვილ ბავშვთა ასაკში უმჯობესია ე.წ “აფრიკული ქამრების” გამოყენება. ბავშვი ზის ისე, როგორც კენგურუში, თუმცა ბარძაყი მეტად განზიდულია, რაც ხელს უწყობს მენჯ-ბარძაყის სახსრის სწორად ფორმირებას და განვითარებას.

– როგორ ვასწავლოთ ბავშვს ხოხვა და რამდენად აუცილებელია ეს? 
– სპეციალური სასწავლო პროგრამა, იმისთვის რომ ბავშვს ვასწავლოთ ხოხვა, არ არსებობს. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და სხვადასხვა ასაკში იწყებს ხოხვას, სიარულს და ა.შ მშობლებში

გავრცელებულია მოსაზრება, რომ აუცილებელია ბავშვს სწრაფად დავაწყებინოთ სიარული, ჯდომა და ა.შ. როდესაც ბავშვის ორგანიზმი თავად იქნება მზად სიარულისთვის, ის აუცილებლად გაივლის და დაჯდება, სიჩქარე საჭირო არ არის.

– რას გვეტყვით ჭოჭინაზე?
– ჭოჭინას გამოყენება დასაშვებია, თუმცა ბავშვი, რომელიც ჯერ ვერ დადის, ჭოჭინაში ფეხებს აცურებს და ასე ვთქვათ, თითის წვერებით გადაადგილდება, რაც არ არის რეკომენდებული.

– როგორი ფეხსაცმელი უნდა ეცვას ბავშვს?
– ჩვილ ბავშვებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ შეუძლიათ დგომა, შეიძლება ეცვათ ე.წ. “ბუტაფორია” ფეხსაცმელი. რბილი და ლამაზი, ისეთი როგორიც მოსწონს მშობელს. ხოლო როდესაც ბავშვი ფეხს იდგამს და იწყებს სიარულს, მას უნდა ეცვას შედარებით მაგარძირიანი, 3 წლის ასაკიდან კი – ორთოპედიული ფეხსაცმელი.

 

თქვენი პატარას სწორ განვითარებაზე იზურნებს “ეკო საბავშვო ბაღი” – დაარეგისტრირეთ პატარა დღესვე!

ავტორი: სალომე გორგოშიძე

წყარო: mshoblebi.ge