
05 Jul (ვიდეო) როგორ მოვამზადოთ შვილები სკოლისთვის და გავუადვილოთ ადაპტაცია – თამარ გაგოშიძის რჩევები
28 ივნისს, არაფორმალური განათლების პლატფორმის – „ დიალოგოსის“ ორგანიზებით, ჩატარდა კლინიკური ნეიროფსიქოლოგის, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ თამარ გაგოშიძის მასტერკლასი, რომლის ძირითადი თემა სასკოლო მზაობა გახლდათ.
ელლა მაზმანოვა – „დიალოგოსის“ დამფუძნებელი- „მშობელთა ტრენინგების საჭიროება საინფორმაციო-გაცნობითმა შეხვედრებმა, საბავშვო ბაღებში და სკოლებში ხშირად დასმულმა კითხვებმა გამოკვეთა. იდენტიფიცირდა ის გამოწვევები და საჭიროებები, რაც ქვეყნის მასშტაბით მეტ-ნაკლებად საერთოა ყველა მშობლისთვის. სწორედ ამ საჭიროებების მიხედვით ვგეგმვათ შეხვედრებს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან.
28 ივნისს, ქალბატონი თამარი მშობლებს ესაუბრა სასკოლო მზაობის შესახებ, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ამა თუ იმ რთულ სიტუაციაში, როგორ გაუადვილოს შვილებს ადაპტაცია, რით შეგვიძლია დავეხმაროთ ბავშვებს მოზარდობის ასაკში და სხვა.
მშობელთა ტრენინგები მომავალი სასწავლო წლიდან აუცილებლად განახლდება და ბევრ საინტერესო და აუცილებელ შეხვედრებს ჩაატარებს“ .
სალომე მგელაძე – „დიალოგოსის დამფუძნებელი“ – დიალოგოსი ახალგზარდა ორგანიზაციაა, რომელიც ვფიქრობ, რომ ადამიანებს ეხმარება მნიშვნელოვანი პრობლების გადაჭრაში. დიახ , განათლება ეს არის დიდი გამოწვევა დღევანდელ საქართველოში. გავაანალიზეთ რა, ეს პრობლემა დავიწყეთ სხვადასხვა შემეცნებითი წრეები მოზარდებისთვის, გარდა ამისა შევქმენით ტრენინგები მშობლებისთვის, რომლის ფარგელბში უკვე მეორე მნიშვენლოვანი ღონისძიება ჩავატერეთ. ქალბატონი თამარის ტრენინგებიდან მიღებული ინფორმაცია და ახალი უნარ-ჩვევები მშობლებს შვილის სწავლისა და აღზრდის საკითხებში, სკოლასთან ურთიერთობაში და სასკოლო პერიოდისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა გამოწვევის დაძლევაში დაეხმარება. ტრენინგის გავლის მსურველებმა თვალი ადევნეთ ჩვენ სოციალურ ქსელებს. (Facebook- Dialogos/დიალოგოსი; Inst: dilogosdialogosi).დიალოგოსი აქტუალურ და საინტერესო შეხვედრებს გპირდებით“.
საბავშვო ბაღი “ეკო” განსაკუთრებულად იზრუნებს თქვენს პატარაზე – დარეგისტრირდით დღესვე