წერა-კითხვის და არითმეტიკის ცოდნა სკოლისთვის მზაობას არ ნიშნავს - თამარ გაგოშიძე (ვიდეო)
681
post-template-default,single,single-post,postid-681,single-format-standard,ajax_fade,page_not_loaded,,no_animation_on_touch,footer_responsive_adv,hide_top_bar_on_mobile_header,qode-theme-ver-16.9,qode-theme-bridge,wpb-js-composer js-comp-ver-5.5.5,vc_responsive

წერა-კითხვის და არითმეტიკის ცოდნა სკოლისთვის მზაობას არ ნიშნავს – თამარ გაგოშიძე (ვიდეო)

სოციალურ ქსელში მოხვდა ლაივი ფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის გამოსვლიდან, სადაც ის ბავშვის განვითარების ეტაპებზე, ქცევის სირთულეებსა და სკოლისათვის მზაობაზე საუბრობს. ლექციის პირველ ნაწილში ის ყურადღებას 2-დან 5 წლამდე ბავშვების ქცევით პრობლემებსა და მათი გადაჭრის მარტივ გზებზე ამახვილებს. მეორე ნაწილი კი ბავშვის სკოლისთვის მზაობას ეხება.

„რაც შეეხება სკოლას, ეს ყველაზე მძიმე პერიოდია. მართალია, ბავშვს საბავშვო ბაღში უკვე აჩვევენ, წერას, კითხვას, მაგრამ ამ ბავშვს თამაში ურჩევნია. ბავშვის წამყვანი აქტივობა 6 წლამდე არის თამაში და მიბაძვა. ჩვენ მშობლებს სულ ვეუბნებით, რომ თქვენ ხართ მოდელები თქვენი შვილებისთვის. ხშირად გვიკვირს, საიდან ისწავლა ბავშვმა. საიდან და მეზობელს რომ ელაპარაკებოდი და შენ არ გეგონა, რომ გისმენდა, იქიდან. ის მშვენივრად იგებს ყველაფერს, უყურებს და სწავლობს. ბავშვები  მიბაძვით მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანებისგან სწავლობენ. ასე სწავლობს ის ენას, აი მაგალითად რატომ არის რომ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი ენას არ სწავლობს, არ გამჩნევს, არ გბაძავს. იმიტომ არა, რომ არ შეუძლია. არ შეუძლია იმას, ვისაც აქვს მეტყველების დარღვევა. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვს შეუძლია, მაგრამ არ უნდა. არ ხარ შენ მისთვის საინტერესო, არ აინტერესებს და არ გბაძავს და რახან არ გბაძავს, შესაბამისად ვერ სწავლობს. ბავშვი, რომელიც გბაძავს ის სწავლობს და სწავლობს იმას, რასაც ხედავს. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ჩვენც რაღაც გვეშლება და როცა ბავშსაც რაღაც ეშლება, ამას არ მივცეთ ტრაგიკული სახე. ბავშვს შეიძლება ბოდიში მოუხადო, რომ შეგეშალა ან უყვირე. ეს არ არის შენი ავტორიტეტის დაცემა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგალითი ბავშვისთვის, რომ ბოდიში მოიხადოს. დღევანდელმა ბავშმა არ იცი არც ბოდიში არც გამარჯობა, არც ნახვამდის. თუ შეიძლება ხომ არ იცის და არ იცის. სწორედ ასეთი რაღაცეებია დაკავშირებული ეთიკურ განვითარებასთან.

ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა, რომელიც ისწავლება საბავშვო ბაღში. წესები, ჯერი, რიგის დაცვა, ეს ყველაფერი ისწავლება საბავშვო ბაღში. ამის გარეშე სასკოლო მზაობა არ არის. სასკოლო მზაობა არ არის, რომ ბავშვმა წერა-კითხვა იცის. არა! ახლა ჩვენ გვყავს ბაშვები, რომლებმაც 2 წლის ასაკში იციან, ასოები, წერა კითხვა, ციფრები, მაგრამ რად გინდა? კომუნიკაცია არ შეუძლიათ. შესაბამისად წერა-კითხვის და არითმეტიკის ცოდნა სკოლისთვის მზაობას არ ნიშნავს. სკოლისათვის მზაობა არის მითითების შესრულება. ჯგუფის წესების მიყოლა. მოთხოვნის შესრულება. მე რომ მინდა და ისე ვაკეთებ და მე რომ არ მინდა და მაინც ვაკეთებ, აი ეს არის ის ნახტომი, რომელიც არის სკოლასა და საბავშვო ბაღს შორის. საბავშვო ბაღში ჩვენ თამაშით გვასწავლიან და ასეც უნდა იყოს, სკოლაში პირველ ხანებში შეიძლება თამაშის ტიპის აქტივობები, მაგრამ ნელნელა მე მოთხოვნით უნდა ვაკეთებდე რაღაცეებს. მე უკვე ჩემს ქცევაზე მაქვს პასუხისმგებლობა და მაინტერესებს, მასწავლებელი თუ მშობელი რას იფიქრებს ჩემს მიღწევებზე. ეს არის ძალიან სასარგებლო და ამავე დროს ძალიან საშიში პერიოდი. თუ ჩვენ არასწორი უკუკავშირი მივეცით ბავშვს, შეიძლება მას თვითკომპეტენტურობა და თვითშეფასება დავუგდოთ. როცა ბავშვს ეშლება, როცა ის რამეს ვერ აკეთებს, ჩვენ არ უნდა ვეჯაჯგუროთ და არ უნდა ვარცხვინოთ რომ აი შენი მეგობარი, შენი ძმა, შენი და ასე აკეთებს და შენ რატომ ვერ აკეთებ ასე. არ უნდა ვუთხრათ, რომ არ გცხვენია? რამდეჯერ უნდა დაუშვა ეს ერთი და იგივე შეცდომა. ჩვენ ვეუბნებით მას, რომ შეცდომა აუცილებელია, რადგან შენ ხარ პირველ კლასში  და მშობელს თავად უნდა სჯეროდეს ამის. ბევრი მშობელია ასეთი, პერპექციონისტი, არ შეუძლია რომ შეცდომა მიიღოს. ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება მისმა შვილმა შეცდომა დაუშვას. სწავლაზე უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს სწავლისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. სულ არ მაინტერესებს ბავშვი პირველ კლასში წერა-კითხვას ისწავლის თუ არა. მე როგორც ფსიქოლოგს ეს არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს ამ წერა-კითხვისადმი და მათემატიკისადმი რა დამოკიდებულება ექნება ამ ბავშვს. იქნება თუ არა ის მოტივირებული, შეცდომაზე არ დაიწყებს ტირილს, არ ამოხევს ფურცელს, არ ატეხავს ერთ ამბავს, ისტერიკებს არ დაიმართებს წერის დროს. როცა დგება უსიამოვნო პროცესი, ბავშვი ვერ სწავლობს. ამ დროს მნიშვნელოვანია, როგორ აღვიქვამთ ჩვენ ჩვენი შვილის შეცდომებს”, – აცხადებს თამარ გაგოშიძე.

ეკო ბაღი მუდმივად ზრუნავს თქვენი პატარას სწორ განვითარებაზე – დაარეგისტრირეთ ბავშვი ონლაინ რეჟიმში